leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ვალენსიას“ დირექტორი: მამარდაშვილზე ორ შეთავაზებაზე უარი ვთქვით

„ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ განაცხადა, რომ გიორგი მამარდაშვილზე ორი შეთავაზება უარით გაისტუმრეს.

თუმცა, კორონა მაინც არ გამორიცხავს, რომ მამარდაშვილმა კლუბი დატოვოს, რადგან, ასევე, აღნიშნა, რომ კლუბი ბიუჯეტის ბალანსირებაზე მუშაობს.

„კლუბში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო, იძულებულები ვართ, წინადადება ნებისმიერ ფეხბურთელთან დაკავშირებით განვიხილოთ, თუმცა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ბალანსის დაცვა და მდგრადობის შენარჩუნება.

ამ ზაფხულს უარი ვთქვით ხავი გერაზე სამ, მამარდაშვილზე ორ და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელზე გაკეთებულ შეთავაზებაზე.

ეკონომიკური სირთულეების, ვალების მიუხედავად, არაერთ შეთავაზებაზე უარი განვაცხადეთ, ეს კი გუნდის თამაშში ინვესტირებას ნიშნავს და ვფიქრობ, აუცილებელია შედეგების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა „ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა.

ასევე იხილეთ