leaderboard_below_slide
left_sabechdi

ABC News: დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი 10 სექტემბერს საპრეზიდენტო დებატებზე შეთანხმდნენ

დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი 10 სექტემბერს საპრეზიდენტო დებატებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის თანახმაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ABC News-ზე გასამართ დებატებში. მიზეზად კი სარჩელს ასახელებდა, რომელიც ტელეკომპანიის წინააღმდეგ აქვს შეტანილი.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დებატების გამართვა“, – განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს.

ასევე იხილეთ