საბურთალოს რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, კორპუსების გადახურვის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ჩიქოვანის 18, კორპ. N4; ვაჟა-ფშაველას გამზ. N32; ალ. ყაზბეგის გამზ. N1, N35ა; იპ. ხვიჩიას ქ. N7; პეკინის გამზ. II კვ კორპ. N8; პეკინის გამზ. N24, N42; გრიგოლ ფერაძის ქ. N2; დიდი დიღომი, IV მ/რ კორპ. N21; იოანე პეტრიწის ქ. N1, N8ა; ს. ცინცაძის ქ. N39; ს. მირიან მეფის 106ა; ფერდინანდ თავაძის ქ. N7; გიორგი ბრწყინვალეს ქ. N21.
აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად, დამონტაჟდა ახალი წყალსაწრეტი მილებიც: ცაგარელის ქ. N32; ცინცაძის ქ. N39; ჟ. შარტავას ქ. N45ბ; ვაშლიჯვარის დასახლება კორპ. N8
სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში შესრულდა, რისთვისაც საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 303 443 ლარი გამოიყო.