მიხეილ სარჯველაძე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International (JCI)-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.
JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და ამ მიმართულებით, მსოფლიოში, აღიარებულია ოქროს სტანდარტად.
საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების აღსანიშნავად გამართული ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო მუდმივად მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომელიც პაციენტთა უფლებების დაცვას ემსახურება და ასეთ მაღალ შეფასებას იმსახურებს.
კლინიკის ხელმძღვანელებმა, სამინისტროს, განხორციელებული რეფორმებისთვის, მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ არსებული სისტემების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ასევე – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.