leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125), რომელიც მეორე ნომრადაა განთესილი, მერვედფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის დაუპირისპირდა. ქართველმა მოჭიდავემ მეტოქე ანგარიშით 11:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს შეხვდება.

გენო პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.

ასევე იხილეთ