leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს შეხვდა. მეტოქე ქართველმა სპორტსმენმა ანგარიშით 9:2 დაამარცხა და ოლიმპიადის ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის ანგარიშით 11:0 სძლია.

გენო პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.

https://www.facebook.com/photo?fbid=809089164740441&set=a.230957325886964

ასევე იხილეთ