leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოდესაში რუსული დრონი 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ბავშვი

უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის იერიშს 7 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, რუსული დრონი 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2 მარტს რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში განახორციელა. მისივე თქმით, „ეს არის ტერორი, რომლის მიზანიც მხოლოდ ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა და დაშინებაა“.

 

ასევე იხილეთ