leaderboard_below_slide
left_sabechdi

გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალშია.

პეტრიაშვილი ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდა. მან მეტოქე 7:00 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

იგი ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ხვალ იბრძოლებს – ფინალში ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს შეხვდება.

გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის ანგარიშით 11:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი პოლონელი რობერტ ბარანი ანგარიშით 9:2 დაამარცხა.

გენო პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.

ასევე იხილეთ