leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მოგვარება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Breitbart News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აპირებს, ვიდრე საპრეზიდენტო ფიცს დადებს.

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მოგვარება.

ტრამპის თქმით, ის იცნობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მიიჩნევს, რომ მას შეუძლია მოლაპარაკების გამართვა სამშვიდობო საკითხზე, რათა დასრულდეს სიკვდილი და განადგურება, თუკი მას კვლავ აირჩევენ პრეზიდენტად 5 ნოემბერს.

ტრამპი ირწმუნება, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააგრძელებს უკრაინაში ომს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯზე, ხოლო მისი უმოქმედობა მსოფლიოს გლობალურ ომში ჩაითრევს, რომელშიც მილიონობით ადამიანი დაიღუპება.

ასევე იხილეთ