leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სან-პაულუს შტატში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სან-პაულუს შტატში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი დაიღუპა.

„ძალიან სამწუხარო ამბავი. ჩემი სოლიდარობა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, – აღნიშნა ლულა და სილვამ.

თვითმფრინავი, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ვინიედუს მახლობლად ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებულნი.

ავიაკატასტროფის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

ასევე იხილეთ