მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, ლიკვიდირებულია უსაფრთხოების საკითხებში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი
ისრაელმა საჰაერო დარტყმის შედეგად, უსაფრთხოების საკითხებში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლა.
„როიტერის“ ცნობით, საუბარია სამერ ალ-ჰაჯზე.
სააგენტოს ინფორმაციით, სამერ ალ-ჰაჯი ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონში ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა. ალ-ჰაჯი უსაფრთხოების საკითხებში მაღალჩინოსანი იყო.