აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დონალდ ტრამპზე გამარჯვებაა.
ეს ბაიდენის პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც მან საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ბაიდენი ასევე გამოეხმაურა მის მიერ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კომენტარს.
„მე არ შემიძლია იმის თქმაც თუ რამდენი წლის ვარ, ჩემთვის რთულია ამაზე საუბარი, თუმცა დიდი პატივია, ვიყო პრეზიდენტი, მქონდეს ვალდებულება ქვეყნის წინაშე და გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. უფრო კონკრეტულად კი ჩვენ უნდა დავამარცხოთ ტრამპი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის შესახებ 21 ივლისს გაავრცელა.