პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97კგ) ფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა თავისთვის პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა.
ფინალში ევროპის ორგზის ჩემპიონის, გივი მაჭარაშვილის მეტოქე ბაჰრეინის წარმომადგენელი ახმედ ტაჟუდინოვი იქნება. ოქროს მედლისთვის შეხვედრა ხვალ, 11 აგვისტოს ჩატარდება.