ლაშა ბექაური: ამ შეჯიბრზე ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო ანწუხელიძე, ახლაც ჟრუანტელი მივლის, ცრემლები მადგება თვალზე იმდენად დიდი ადამიანია ის ჩემთვის
“მთავარია ამ ცხოვრებაში, რომ სანამ ვართ, ვიყოთ სიყვარულით და გამოვადგეთ ჩვენს სამშობლოს”, – ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მას სურს, რომ მომავალი თაობებისთვის თავადაც სამაგალითო იყოს.
„ამ შეჯიბრზე დამატებითი მოტივაცია იყო ანწუხელიძე, იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭმა ამხელა რაღაც შეძლო და ამხელაზე გაითავისა სამშობლოს სიყვარული. ახლაც ჟრუანტელი მივლის, ცრემლები მადგება თვალზე იმდენად დიდი ადამიანია ის ჩემთვის.
ამ მოტივით ვარ, რომ შემდეგი თაობისთვის ვიყო ისეთი მაგალითი, რომლის მაგალითზეც გაიზრდებიან ძალიან დიდი ადამიანები“, – აღნიშნა ლაშა ბექაურმა.