leaderboard_below_slide
left_sabechdi

გენო პეტრიაშვილი: დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი!

“დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა განაცხადა.

მან გულშემატკივრებს ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ მადლობა გადაუხადა.

“ემოციებს ვერ გეტყვით, მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივრებს, ყველას სათითაოდ. რომ დავწყნარდები, კიდევ გეტყვით. უფალს მადლობა! დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი!”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა.

 

ასევე იხილეთ