leaderboard_below_slide
left_sabechdi

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა

16 წლის წინ, სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა:

ალექსანდრე ონიანი;
ემზარ წილოსანი;
ვეფხვია ჯიშკარიანი;
ზვიად კაცაძე;
თეიმურაზ ბერიძე;
ილია გაბუნია;
ილია შეყლაშვილი;
ირაკლი ჯანელიძე;
კახა კოშაძე;
ლევან მელქაძე;
მარლენ ბარამია;
მიხეილ დვალიშვილი;
ნიკოლოზ ფორჩხიძე;
რომან ზოიძე;
რუსლან წულაძე;
ფელიქს კაკაურიძე;
შმაგი კუპატაძე;

შინდისში ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. იმდენხანს, რომ წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი გააჩნდათ. მათ შორის, მსხვილკალიბრიანი იარაღიც, ესროლეს ტანკებიდანაც. ბრძოლის დასრულების შემდგომ კი რუსულმა ასეულმა შენობაში მხოლოდ 17 ქართველი იპოვა. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ შეძლო, რაც ქართველებს ტყვია-წამალი გაუთავდათ.

შინდისის შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა. მემორიალი შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2022 წელს დამონტაჟდა. მონუმენტი მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის მიერ არის შექმნილი.

 

ასევე იხილეთ