“რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 32 დრონი და „ტოჩკა-უ“ ტიპის 4 რაკეტა ჩამოაგდო”, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი ტაქტიკური რაკეტა „ტოჩკა-უ“ განადგურდა, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე 16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ, 3 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, ბრიანსკისა და ორიოლოს ოლქების ტერიტორიებზე კი – თითი-თითო“, – აღნიშულია უწყების ინფორმაციაში.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გვიან ღამით განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმის გამო 13 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.