leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ სარჯველაძე გიორგი ელიავას სახელობის ფაგოთერაპიის ცენტრს ესტუმრა

ჯანდაცვის მინისტრი, გიორგი ელიავას სახელობის საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრსა და ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ესტუმრა.

მიხეილ სარჯველაძეს, სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლებმა, ცენტრის მუშაობის სპეციფიკა პირადად გააცნეს. დაწესებულების მთავარი მიმართულებები ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების დანერგვა, ახალი ფაგური პრეპარატების შექმნა და განვითარებაა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ცენტრის მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ ფაგებით დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, აღნიშნული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად აითვისოს. ფაგოთერაპიის ცენტრსა და ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, ასევე, იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე.

ასევე იხილეთ