“უკრაინის დედაქალაქ კიევის ოლქის ბროვარის რაიონში კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი და მისი 4 წლის ვაჟი დაიღუპნენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
მანამდე, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამში“ დაწერა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.