ნინო წილოსანი: 2008 წლის ომისთვის „ნაცმოძრაობას“ ქართველმა ხალხმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა, თუმცა ისმის კითხვა – სად არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც გააკეთა 2008 წლის ომისთვის სახეზეა. ის საწუხარო დანაკარგები მათი შავი ლაქაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა, თუმცა ამჯერად სამართლებრივ პასუხისგებასთან დაკავშირებით ისმის კითხვები.
„2008 წლის ომთან დაკავშირებით ბევრი ფაქტია ცნობილი საზოგადოებისთვის, რომ მათი მხრიდან ეს მოთხოვნა ლეგიტიმური იყოს. ის პროცესები, რომელიც წარმოებდა ჩვენი მხრიდან, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები მოგვეგო და საქართველო გაგვემართლებინა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ძალისხმევის შედეგად. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი რაც გააკეთა 2008 წლის ომისთვის სახეზეა. ის საწუხარო დანაკარგები მათი შავი ლაქაა. ამიტომ ქართველმა ხალხმა მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა, თუმცა ისმის კითხვა – სად არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა წილოსანმა.