ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა, ჩვენ უკრაინელ ძმებს და დებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვუსურვებთ
“ყურადღებით ვაკვირდებით ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კურსკის ოლქში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინელ ძმებს და დებს ვუსურვებთ, რომ მათი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.