ლაშა ტალახაძის მამა: ცოტა ემოციურად ვარ, ძალიან განვიცადე, მაგრამ დიდება უფალს, ყველაფერი კარგად დამთავრდა
„მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერს, ჩვენს საჩხერეს”, – ამის შესახებ ლაშა ტალახაძის მამამ კობა ტალახაძემ განაცხადა.
“საჩხერის ქომაგებს მინდა გადავუხადო მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის. როგორც მამა ცოტა ემოციურად ვარ. ძალიან განვიცადე, მაგრამ დიდება უფალს, ყველაფერი კარგად დამთავრდა“, – აღნიშნა კობა ტალახაძემ “ქრონიკასთან”.
ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 115 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.