უკრაინული ძალების მიერ კურსკზე ღამით მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ცნობას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს და ამბობს, რომ აქტიურად მუშაობს რუსეთის ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემა.
პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთიც და უკრაინაც კურსკის მიმართულებით მძიმე ტექნიკის მობილიზებას ახდენენ.