“ისნის რაიონის გამგეობამ ნავთლუღში, გაბრიელ სალოსის გამზირი, მე-5 შეს. კორპ. N5-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ისნის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
“პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 119 829 ლარით დაფინანსდა. დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.