leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოლაფ შოლცი ბენიამინ ნეთანიაჰუს: ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შემცირდეს დაძაბულობა და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ დეესკალაციაზე

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარისას განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების გაფორმების დრო დადგა, ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილეზე ვოლფგანგ ბიუხნერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მრავალი მიზანი მიღწეულია, მაგრამ “ადამიანთა ტანჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი უზარმაზარია”, – განუცხადა შოლცმა ისრაელის პრემიერს.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის საფრთხის გამო. ამავდროულად, მან ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ბერლინი მკაცრად გმობს ირანისა და მოძრაობა „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მუქარებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში ომის დასრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონში სიტუაციის დეესკალაციისკენ.

„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, შეჩერდეს საპასუხო ძალადობის დესტრუქციული სპირალი, შემცირდეს დაძაბულობა და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ დეესკალაციაზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

ასევე იხილეთ