ბონდო მძინარაშვილი: მოდით, მადლს მარილიც მოვაყაროთ და ჩვენი ოლიმპიელების სამშობლოში დაბრუნება ერთი კარგი ზეიმით დავაგვირგვინოთ!
„ვფიქრობ, სახელმწიფო ჯილდოზე უნდა წარადგინონ მწვრთნელები, ექიმები და ფედერაციების წარმომადგენლებიც…” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. რაც შეეხებათ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ვფიქრობ, სახელმწიფო ჯილდოზე უნდა წარადგინონ მწვრთნელები, ექიმები და ფედერაციების წარმომადგენლებიც…
მოკლედ, ყველა, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.
მოდით, მადლს მარილიც მოვაყაროთ და ჩვენი ოლიმპიელების სამშობლოში დაბრუნება ერთი კარგი ზეიმით დავაგვირგვინოთ – „გუნდით, არქიელით, გუბერნატორით.”
თუ ზეიმია, ზეიმი იყოს!” – წერს ბონდო მძინარაშვილი.