leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოლაფ შოლცმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, შეწყდეს ძალადობის ეს გამანადგურებელი სპირალი და დაძაბულობა შემცირდეს“, – განაცხადა შოლცმა ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას.

შოლცის თქმით, დადგა დრო „ჰამასთან“ შეთანხმების გაფორმებისთვის მძევლების გასათავისუფლებლად და ცეცხლის შეწყვეტისთვის. როგორც კანცლერი აღნიშნავს, „ჰამასთან“ ომის მიმდინარეობისას ისრაელის მრავალი დასახული მიზნის მიღწევა განხორციელდა, თუმცა ამას „უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მშვიდობიან მოსახლეობაში უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა“.

მედიის ცნობით, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას ასევე შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის გაფართოებასთან დაკავშირებით.

ასევე იხილეთ