leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლებრონ ჯეიმსი „ბოსტონ სელტიქსის“ შეძენას აპირებს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქმედი ჩემპიონი „ბოსტონ სელტიქსი“ გასაყიდად გაიტანეს.

იმის გამო, რომ კლუბის გაყიდვა ორეტაპიანი პროცესია, 49 პროცენტი ვერ გაიყიდება 2028 წლამდე.

როგორც გაზეთი NY Post წერს, ლეგენდარული გუნდის შეძენაზე ერთ-ერთი პრეტენდენტია საინვესტიციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან Fenway Sports Group (ფლობს ბეისბოლის კლუბს „ბოსტონ რედ სოქსს“), RedBird Capital და „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი.

ამ მომენტისთვის კალათბურთელი ვერ მიიღებს მონაწილეობას გარიგებაში, მაგრამ მზად იქნება ჩაებას პროცესში სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, როცა გაყიდვა ბოლო ეტაპზე იქნება.

ასევე იხილეთ