პარტიზანული მოძრაობა „ატეში“: რუსეთს დონეცკის ქალაქიდან ერთ-ერთი ბრიგადა კურსკის მიმართულებით გადაჰყავს
დონეცკის ოლქში სამხედრო პერსონალით დატვირთული 10 კამაზის ტიპის სატვირთო ავტომობილის გადაადგილება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიზანული მოძრაობა „ატეში“ აგენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაზვერვო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა დანაყოფის იდენტიფიცირება და იმის გარკვევა, რომ ისინი კურსკის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
„რუსები მთელი ძალით ცდილობენ თავიანთ თავდაცვით შესაძლებლობებში არსებული უფსკრულის დაფარვას. ამიტომ, იძულებული არიან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებიდან პირადი შემადგენლობა გამოიყვანონ. ცოტა ხნის წინ, 810-ე ბრიგადა ხერსონის მიმართულებით გადაიყვანეს პოკროვსკოიში გასამაგრებლად“, – ამბობენ „ატეშის“ წევრები.
შეგახსენებთ, კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მასიური შეტევა 6 აგვისტოს დაიწყო. რეგიონში არაერთხელ გამოცხადდა სარაკეტო თავდასხმის საფრთხე. რუსული მხარის განცხადებით, ადგილზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი უწყებათაშორის ოპერატიულ შტაბში, არტემ შაროვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, 76 ათასზე მეტი ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.