leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარიზში ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია მიმდინარეობს

პარიზში ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია მიმდინარეობს.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილია.

პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა და საქართველოს ღირსებას 28 სპორტსმენი იცავდა.

საქართველომ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ოლიმპიადაზე, ისტორიული შედეგი აჩვენა. 2008 წლის შემდეგ საქართველომ პირველად მოიპოვა სამი ოქროს მედალი; სულ კი შვიდი ოლიმპიური მედალი მიიღო და მედლების საერთო ჩათვლაში ისტორიაში პირველად 24-ე ადგილი დაიკავა.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

ასევე იხილეთ