leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მაჭარაშვილი: მადლობა გულშემატკივარს და აუცილებლად ვიბრძოლებ, რომ ოქროსფერი მედალი ჩავიტანო ჩემს ქვეყანაში

„აუცილებლად ვიბრძოლებ, რომ ოქროსფერი მედალი ჩავიტანო ჩემს ქვეყანაში”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ვიცეჩემპიონმა განაცხადა.

„მადლობა გულშემატკივარს. ახლა მიჭირს რაღაცების გადმოცემა, რთული დროა ჩემთვის, მაგრამ აუცილებლად ვიბრძოლებ, რომ ერთ დღეს ოქროსფერი მედალი ჩავიტანო ჩემს ქვეყანაში“, – თქვა სპორტსმენმა.

გივი მაჭარაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში 97 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზესთან წუთზე ნაკლებ დროში წააგო, თუმცა ქვეყანას კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა.

ორგზის ევროპის ჩემპიონისთვის ზაფხულის თამაშები სადებიუტო იყო.

ასევე იხილეთ