„მახარებს, რომ ამდენი ხალხი გავახარე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ კრივში ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლაშა გურულმა განაცხადა, რომელიც სამშობლოში გუშინ დაბრუნდა.
„საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან თავს ვგრძნობ, როგორც ჩემპიონი, სითბოს ვიღებ ისე, როგორც ჩემპიონი და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე, მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი ქალაქი ვასახელე და რუსთავში პირველი ოლიმპიური მედალი მიდის ჩემი სახელით“, – აღნიშნა გურულმა.