„თითოეული გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა”, – ამის შესახებ ლეგენდარულმა მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა. სამშობლოში ის გუშინ ღამით დაბრუნდა.
„რა თქმა უნდა, ამაღელვებელი იყო, ყურადღების ცენტრში ვიყავი, რადგან მხოლოდ ერთ მამაკაცს, კანადელ ცხენოსანს აქვს მიღებული ათ ოლიმპიადაზე მონაწილეობა და ამით გავუთანასწორდით მამაკაცებს. თითოეული გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა“, – აღნიშნა სალუქვაძემ.