leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ოლიმპიადაზე, 206 ქვეყანას შორის, 3,-მილიონიანი საქართველოს წინსვლა თვალსაჩინოა, რისი ძირითადი საწინდარიც – მშვიდობა და სტაბილურობაა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2012- 2024 წლების საქართველოს ოლიმპიურ დინამიკას აფასებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი წერს, რომ 2012 წელს, ოლიმპიადაზე დაკავებული მე-40 ადგილი ქვეყანამ წელს  გააუმჯობესა, 16 საფეხურით წინ წაიწია და 24-ე ადგილზე გავიდა.

დავით ქართველიშვილი 2016 და 2021 წლების ოლიმპიადის მიღწევებსაც აქვეყნებს.

ანალიტიკოსის თქმით, წარმატება და წინსვლა, რომელსაც საქართველო აღწევს, მშვიდობისა და სტაბილურობის დამსახურებაა.

„საქართველოს ოლიმპიური წინსვლის დინამიკა 2012-2024 წ.წ.:

2012 წელი – 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო = 7 მედალი (მე-40 ადგილი);

2016 წელი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო = 7 მედალი (38-ე ადგილი);

2021 წელი – 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო = 8 მედალი (33-ე ადგილი);

2024 წელი – 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო = 7 მედალი (24-ე ადგილი);

206 ქვეყანაში 3,7-მილიონიანი საქართველოს ეს წინსვლა თვალსაჩინოა. ხოლო მისი ძირითადი საწინდარი – მშვიდობა და სტაბილურობაა. ძირითადი მოტივაცია – უფალი, სამშობლო, ოჯახი“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ