leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: არანაირი ზღვარი არ არსებობს, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები

„არანაირი სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

მისი თქმით, არსებობს მხოლოდ კონკრეტული ძალა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს.

„არანაირი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი არ არსებობს საქართველოში. არანაირი ზღვარი არ არსებობს. პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდნენ, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს და ა.შ. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი?! რევოლუცია ჰქონდა არასამთავრობო სექტორს დაანონსებული. დღეს არ არსებობს ეს ზღვარი. არის კონკრეტული ძალა, რომელიც მოღალატეებითაა დაკომპლექტებული, იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, სამშობლო არ აინტერესებთ. რასაც ეუბნებიან, რასაც დაავალებენ, რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ. დღეს,  ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ხვდება, რა ხდება მსოფლიოში, რა ტენდენციებია, რა ხდება რეგიონში, ვისი ინტერესებია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ქართველი ხალხი ყველას გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ასევე იხილეთ