დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 903 წელი შესრულდა.
სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
ღონისძიებაში ტრადიციულად, კასპის მუნიციპალიტეტმაც მიიღო მონაწილეობა. მუნიციპალიტეტის კუთხე წარმოდგენილი იყო ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშებით, ხალხური საკრავებით და სხვა.
საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობდა კასპის მამაკაცთა ანსამბლი „მოურავი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.