leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვატიკანი ირანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავრცელებისგან

ვატიკანის სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა.

ვატიკანი ირანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავრცელებისგან და უპირატესობა მიანიჭოს დიალოგსა და მშვიდობას.

ვატიკანის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს „საერთო ინტერესის თემები“, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, პაროლინიმ გამოთქვა წმინდა საყდრის სერიოზული შეშფოთება იმის თაობაზე, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რაიმე ფორმით თავიდან უნდა აიცილონ ძალიან სერიოზული კონფლიქტის გავრცელება.

„რისკი სერიოზულია და საჭიროა თავდასხმის თავიდან აცილება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობას“, – ნათქვამია ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე იხილეთ