კახა კალაძე: როგორ შეიძლება, არ მოგწონდეს ელისაშვილის და ხაზარაძის გაერთიანება? მოღალატე და ნულ პროცენტიანები ერთად არიან თავმოყრილები
„როგორ შეიძლება, არ მოგწონდეს ელისაშვილის და ხაზარაძის გაერთიანება? მოღალატე და ნულ პროცენტიანები ერთად არიან თავმოყრილები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობას მარტივი არჩევანის გაკეთება შეეძლება.
„ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, როგორ შეიძლება, არ მოგწონდეს, მაგალითად, ელისაშვილის და ხაზარაძის გაერთიანება? წარმოუდგენელია. რომ მოგვენდომებინა, შესაძლოა, ეს ვერ გაგვეკეთებინა. დღეს, ყველა მოღალატე და 0 პროცენტიანები ერთად არიან თავმოყრილები, მოსახლეობას მარტივი არჩევანის გაკეთება შეეძლება“, – აღნიშნა კალაძემ.