leaderboard_below_slide
left_sabechdi

Fox News: ირანმა და ახლო აღმოსავლეთში თეირანის მიერ კონტროლირებადმა ჯგუფებმა ისრაელზე თავდასხმა მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეიძლება განახორციელონ

ირანმა და ახლო აღმოსავლეთში თეირანის მიერ კონტროლირებადმა ჯგუფებმა ისრაელზე თავდასხმა მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეიძლება განახორციელონ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News რეგიონში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე გამოცემა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, ისრაელის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ირანი მათ უახლოეს დღეებში თავს დაესხმება.

გამოცემის მტკიცებით, თეირანმა „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე შურისძიების მიზნით, ისრაელზე პირდაპირი იერიში შესაძლოა მიმდინარე კვირის ხუთშაბათამდე მიიტანოს. სწორედ 15 აგვისტოს იგეგმება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლება.

ისრაელში ვარაუდობენ, რომ დარტყმას პირველად დაჯგუფება „ჰეზბოლა“ განახორციელებს და ამით ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მისი ერთ-ერთი ლიდერის ფუად შუქრის მკვლელობაზე შურს იძიებს. შემდეგ საქმეში ირანი ჩაერთვება.

სავარაუდოდ, „ჰეზბოლასა“ და ირანის ერთობლივი თავდასხმა იმაზე უფრო მასშტაბური და ძლიერი იქნება, ვიდრე ეს აპრილში მოხდა.

ასევე იხილეთ