გერმანიის კანცლერმა ირანის პრეზიდენტს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანის ახალ პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს მოუწოდა, თავიდან აიცილოს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია.
გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოლცმა პეზეშკიანს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში.
„ახლო აღმოსავლეთში ძალადობის სპირალი ახლავე უნდა დაირღვეს, რადგან ნებისმიერი სხვა გზა რეგიონის ქვეყნებისა და ხალხისთვის განუსაზღვრელ საფრთხეს გამოიწვევს“, – აღნიშნა შოლცმა პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრის დროს.