leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სოფელ პატარა ლილოს ტერიტორიაზე ორგანიზებული ჯგუფების მიერ ტყის მასივის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა

ინსპექციამ სამგორის რაიონში, სოფელ პატარა ლილოს ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ორგანიზებული ჯგუფების მიერ ტყის მასივის უკანონოდ გაჩეხვის მასშტაბური ფაქტები გამოავლინა და აღკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

სამართალდამრღვევები თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დააკავა კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად.
კანონდარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, შემდგომი რეაგირებისთვის საქმე გადაიგზავნა პოლიციაში; ასევე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელდა უკანონო საქმიანობაში გამოყენებული საშუალებების ჩამორთმევა/დალუქვა.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ დათვლილია გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სამართალდამრღვევებს მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამის ფინანსურ სანქციები დააკისრა.

ასევე იხილეთ