leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბორის ჯონსონი, შესაძლოა, გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი გახდეს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, შესაძლოა, ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი გახდეს. აღნიშნულის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.

მედია საშუალების ცნობით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ნადიმ ზაჰავი შესაძლებლობას განიხილავს, შეისყიდოს გამოცემა „ტელეგრაფი“ და მთავარ რედაქტორად ჯონსონის დანიშვნას გეგმავს.

ამასთან, ბორის ჯონსთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯონსონის რედაქტორად დანიშვნის შესახებ იდეა არსებობდა.

„ჯონსონი მანამდე Telegraph-ში ბრიუსელის კორესპონდენტად მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მიმომხილველად მიიჩნეოდა“, – წერს გამოცემა.

ასევე იხილეთ