ირანმა მოამზადა რაკეტები და დრონები, როგორც ეს აპრილში ისრაელზე თავდასხმის წინ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელელი ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი აშშ-სა და ისრაელში ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბარაკ რავიდის თქმით, ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არც ისრაელს და არც აშშ-ს არ შეუძლიათ ირანის საპასუხო თავდასხმის ზუსტი დროის პროგნოზირება.
რავიდი ასევე ციტირებს ისრაელელ მაღალჩინოსანს, რომელიც ამბობს: „ირანელები ღიად აფიქსირებენ თავიანთ გადაწყვეტილებას განახორციელონ მნიშვნელოვანი თავდასხმა. ირანის საჯარო განცხადებები არ ასახავს უკან დახევას“.