leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: ჰელსინკის კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო – ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?!

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც – „თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“, Facebook-ზე ეხმიანება.

„დანია ფესტივალებს გვიფინანსებს და სააკაშვილის პორტრეტებს გვიფრიალებს დემოკრატიის სახელით…

აქეთ კიდევ, ჰელსინკის კომისიამ, ქოლ-ცენტრების ფულით ავიწროებენ ოპოზიციას საქართველოშიო…

უკაცრავად და, სკანდინავიაში თეთრი ღამეები დაეწყოთ, თუ, აბა, რა „ჩამოაბნელეს“, ხომ კარგად არიან?!

საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული თაღლითი კეზერაშვილი, რომელსაც „მისტერ-ოფშორით“ იცნობენ და ბრალი ედება ქოლ-ცენტრებით ევროპელი პენსიონერების ძარცვაში, აფინანსებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო?

ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?!

აბა, როგორ დავიჯერო – კეზერაშვილის ჯიბეზე დასხდნენ ესენიც?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე იხილეთ