leaderboard_below_slide
left_sabechdi

წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს – პროექტის მხარდამჭერია SOLO

16-18 აგვისტოს წინანდლის მამულში „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით ჩოგბურთის ტურნირი – წინანდლის თასი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO.

წინანდლის თასი ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც უკვე მესამე წელია წინანდლის კორტებზე შერჩეულ წყვილთა შორის ტარდება და ის როგორც სპორტულ, ასევე კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს აერთიანებს. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 9000 ლარია. 

ამასთან, 22-23 აგვისტოს, „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით წინანდალში პირველი პადელის ტურნირი გაიმართება მოყვარულთა და პროფესიონალ მოთამაშეთა შორის, რომელშიც მონაწილეობას 16 წყვილი მიიღებს. მონაწილეები დასაჩუქრდებიან „სილქ ჰოსფითალითიში“ შემავალი სასტუმროებისა და რესტორნების ვაუჩერებით. პადელის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. 

SOLO მომხმარებლები ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატებზე დასწრებასა და მათში მონაწილეობას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ორივე ღონისძიების შემდგომ სასტუმროს სივრცეში გაიმართება afterparty. 

 

წინანდლის მამულმა 2023-2024 წელს რამდენიმე შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება შესთავაზა სტუმრებს, მათ შორის იყო გიორგობისთვე და ქალთა კვირეული, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ კვლავ იგეგმება საინტერესო სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. 

ასევე იხილეთ