leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: შესასწავლია, რატომ დაიკარგა ნივთმტკიცებულებები და რატომ შედგა ტალიავინის დასკვნა, რომელიც 180 გრადუსით ეწინააღმდეგება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებმა მიიღეს

„შესასწავლია, რატომ დაიკარგა ნივთმტკიცებულებები და რატომ შედგა ის [ტალიავინის] დასკვნა, რომელიც 180 გრადუსით ეწინააღმდეგება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებმა მიიღეს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ისაუბრა.

დეპუტატი „ქრონიკასთან“ ჰაიდი ტალიავინის ინტერვიუსთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.

„პოლიტსაბჭო აკეთებს აქცენტებს იმაზე, რა დაიწერა ამ დასკვნაში და ამ დასკვნაში ძალიან მძიმე პოზიცია დაიწერა. როდესაც ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებამ სამართლებრივად გაამართლა რუსეთის შემოჭრა საკუთარი სამშვიდობოების დასაცავად, ამ დასკვნას ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ზუსტად ეს არის შესასწავლი და გამოსაძიებელი. ასევე შესასწავლია, რატომ დაიკარგა ნივთმტკიცებულებები და რატომ შედგა ის [ტალიავინის] დასკვნა, რომელიც 180 გრადუსით ეწინააღმდეგება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებმა მიიღეს. ზუსტად ამის სიღრმისეულ შესწავლაზე გვაქვს აქცენტი არჩევნების შემდეგ და ეს აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

„აგვისტოს ომზე დასკვნის მომზადება ტალიავინს ევროკავშირმა დაუკვეთა და შვეიცარიელი დიპლომატი ომთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს სწორედ ამ უმაღლესი მანდატით აგროვებდა. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ერთიან დასკვნას დაეთანხმნენ როგორც რუსეთი, ისე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რითაც დასკვნაში მოცემული ფაქტების უტყუარობა ორივე მხარემ დაადასტურა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ასევე იხილეთ