სააკაშვილს პერსპექტივა არა აქვს. ამერიკელებმა ჩამოწერეს, არ უნდათ, მაგრამ სააკაშვილის მსგავსი მონა კი უნდათ! – ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკამ ფეხქვეშ ამოიდო და მოსპო ევროპული კულტურა, რომელიც დღეს დაცემულია კაცის – კაცისა და ქალის ქალზე ქორწინების დონემდე.
„ქართველი ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც „შინ ევროპაშიო“ გაჰკივის, ქრისტიანობაზე დაფუძნებულ ნამდვილ ევროპულ კულტურაზე წარმოდგენა არა აქვს. არც ჰეგელი იციან, არც ნეტარი ავგუსტინე, არც თომა აქვინელი და არც კანტი. უწიგნურობამ და გაუნათლებლობამ გარყვნა და დააქცია ქვეყანა“, – აღნიშნა ელიზბარ ჯაველიძემ.