leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიის კომენტარზე: ასეთი ტიპის განცხადებები, როგორც თავად ოპოზიციაში ამბობენ, მათთვის არის სამაშველო რგოლი, რომ როგორმე ბოლომდე არ ჩაიხრჩონ იმ პოლიტიკურ ჭაობში, რომელშიც იმყოფებიან

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბრალდებები მმართველი გუნდის წინააღმდეგ, თითქოს ქოლ-ცენტრებთან მათ აქვთ კავშირი, აბსურდულია, ვინაიდან ყველამ დაინახა, რომ შავ ფულთან კავშირი საქართველოში სწორედ რომ უცხოელ დონორებსა და მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს აქვთ.

მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის კომენტარები მხოლოდ ოპოზიციას აძლევს ხელს, რათა ისინი ბოლომდე არ ჩაიხრჩონ ჭაობში, რომელშიც იმყოფებიან.

„ჰელსინკის კომისიის ეს დასკვნა და განცხადება ჰგავს  გამოთქმას „ჩემი შენ გითხარიო – გული მოგიკალიო“. ყველამ დაინახა საჯაროდ, რომ საქართველოში, სამწუხაროდ,  შავი ფული ტრიალებს, რომელიც სწორედ უცხოელი დონორებიდან მოემართება. ეს თავად უცხოელებმაც დაადასტურეს და აღიარეს, რომ აფინანსებენ პოლიტიკურ ძალებს. ვნახეთ ბოლო დღეებში, რომ სწორედ ამ შავ ფულს ხარჯავენ წინასაარჩევნოდ ყველგან, სადაც დადიან NGO-ს წარმომადგენლები და სხვები.

ასეთი ტიპის განცხადებები, როგორც თავად ოპოზიციაში ამბობენ, მათთვის არის სამაშველო რგოლი, რათა ბოლომდე არ ჩაიხრჩონ იმ პოლიტიკურ ჭაობში, რომელშიც იმყოფებიან და ცდილობენ, როგორმე ზედაპირზე იტივტივონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ