„არჩილი მსოფლიო დონის მთასვლელი იყო!უშიშარი, ძლიერი და საოცრად კეთილი, მთებთან მოლაპარაკე ბიჭი დავკარგეთ… ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რას გრძნობს ახლა ნინო მახაშვილი, არჩილის დედა. მისი ტრაგედიის შემყურეს, მხოლოდ ეს სიტყვები მახსენდება: ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრი, არჩილ თალაკვაძე წერს და მთამსვლელი არჩილ ბარდიაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება:
„ნეპალის, ინდოეთის და პაკისტანის გაუკვალავი მწვერვალები მოიარა და მარადიულ სამყაროში გასასვლელი კარი, ისევ თავის სამშობლოში, შხელდას კლდოვან მასივში იპოვა. არჩილ ბადრიაშვილს ალპინიზმის სფეროში მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდო – ოქროს წერაყინი, რომელიც მას 2022 წელს, ურთულესი მწვერვალის – Saraghrar Northwest-ის (7303 მ.) პირველად დაპყრობისთვის გადაეცა. მის სახელს არაერთი პირველასვლა უკავშირდება მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალებზე. არჩილი მსოფლიო დონის მთასვლელი იყო!უშიშარი, ძლიერი და საოცრად კეთილი, მთებთან მოლაპარაკე ბიჭი დავკარგეთ… ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რას გრძნობს ახლა ნინო მახაშვილი, არჩილის დედა. მისი ტრაგედიის შემყურეს, მხოლოდ ეს სიტყვები მახსენდება: ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია!“ – წერს არჩილ თალაკვაძე.