გასული წლის განმავლობაში, ევროპის კონტინენტზე, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, 47 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ Deutsche Welle უახლეს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
მკვლევრების შეფასებით, 2023 წლის განმავლობაში, სამხრეთ ევროპას კონტინენტზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.
საბერძნეთში, სიცხის გამო, ყოველ მილიონ მოსახლეზე, დაახლოებით 400-მდე გარდაცვლილი მოდის. მას მოჰყვება ბულგარეთი (მილიონ მოსახლეზე 229 გარდაცვლილი), იტალია (მილიონ მოსახლეზე 209 გარდაცვლილი) და ესპანეთი (175 ადამიანით). Deutsche Welle ხაზს უსვამს გერმანიის მაჩვენებელს – მილიონ მოსახლეზე 76 გარდაცვლილი.
ამავე ანგარიშის მიხედვით, სიცხის შედეგად, ქალების გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად აღემატება კაცებისას.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება მაღალი ტემპერატურით გარდაცვალების რისკიც.